ფეხბურთი

23:17 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეუდარებელი დე ხეა, ბომბარდირი იკარდი, "რეალის" ცუდი სტარტი - ტურის შემდეგ ტოპ 5

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

16 – მაურო იკარდის 15 ტურში 16 გოლი აქვს გატანილი. ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც 15 ტურისთვის ასეთი შედეგიანობა ჰქონდა, ლუკა ტონი იყო. იტალიელმა 2005-2006 წლების სეზონში “ფიორენტინას” მაისურით ითამაშა შედეგაიანდ და საბოლოოდ, ბომბარდირიც გახდა.

32 – პირველად ისტორიაში “ლაციომ” 14 თამაშში 32 ქულა დააგროვა.

7 – “ლაციო” ზედიზედ 7 მატჩია ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით თამაშობს. ასეთი რამ იტალიის ჩემპიონატში 1994-1995 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

39 – “ინტერმა” 15 ტურის შემდეგ 39 ქულა ისტორიაში მეორედ დააგროვა. იგივე შედეგი ჰქონდა “ნერაძურის” 2006-2007 წლების სეზონში და მაშინ სკუდეტო მოიგო.

16 – “ინტერს” “კიევოსთან” პირველ ტაიმში 16 საგოლე მომენტი ჰქონდა. ეს კი, მილანური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის რეკორდია ერთი ტაიმის მიხედვით.

2001 – ალბერტო ბრინიოლი გახდა პირველი მეკარე 2001 წლის შემდეგ, რომელმაც იტალიის სერია ა-ში გოლი გაიტანა. მაშინ, მასიმო ტაიბიმ იხეირა ‘რეჯინასა” და “უდინეზეს” შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ფრანჩესკო ტოლდოს გოლი სათვალავში არ მიიღება, რადგან იგი ოფიციალურად კრისტიან ვიერის ანგარიშზე ჩაითვალა.

421 – ნიკოლა კალინიჩმა “ბენევენტოსთან” გოლით 421 წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

3 – “მილანმა” ბოლო 12 საგარეო მატჩიდან, რომელიც სეზონის ახალწვეულებთან გამართა, მხოლოდ სამი მოიგო (6 ფრე და 3 მარცხი).

18 – “ტორინო” ტოპ ჩემპიონატებში 2017 წელს ყველაზე მეტი ფრით გამოირჩა (18).

1 – ნიკოლას ნ’კულუ პირველი კამერუნელი ფეხბურთელია 2015 წლის შემდეგ, რომელმაც სერია A-ში გაიტანა. მანამდე იგივე სამუელ ეტო’ომ გააკეთა (“ემპოლი
- “სამპდორიას” მატჩში).

0 – “იუვენტუსმა” “სან პაოლოზე” გოლი 1997 წლის მარტის შემდეგ პირველად არ გაუშვა.

3 – “ნაპოლიმ” სერია A-ში ბოლო 45 შეხვედრიდან მხოლოდ სამი მარცხი განიცადა. აქედან ორჯერ კი “იუვენტუსთან” დამარცხდა.

44 – “იუვენტუსმა” ზედიზედ 44 მატჩში გაიტანა გოლი და ეს სერია A-ს ყველა დროის რეკორდია. “იუვემ” სამი წლის წინ, თავისივე დამყარებული რეკორდი დაამხო.

5 – გონსალო იგუაინმა ყოფილი გუნდის, “ნაპოლის” კარში 5 გოლი გაიტანა (5 შეხვედრაში).

37 – “რომამ” “სპალის” კარისკენ 37-ჯერ (კარში 15-ჯერ) დაარტყა და ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია.

23 – ედინ ჯეკომ 24 იტალიური გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და ოცდასამს გოლი გაუტანა. ერთადერთი გუნდი, რომლის კარიც ბოსნიელს არ დაულაშქრავს “ფროზინონეა”.

11 – “სპალის” მცველი ფელიპე “რომასთან” მატჩში გააძევეს. ბრაზილიელისთვის ეს 2006-2007 წლების სეზონიდან მოყოლებული მე-11 წითელი ბარათი გამოდგა. ხსენებული პერიოდიდან კალჩოში ამდენჯერ მოედნიდან არავინ გაუძევებიათ.

ესპანეთი, ლა ლიგა

17 – ჟორდი ალბას 2015-2016 წლების სეზონიდან 17 საგოლე პასი დაუგროვდა. ეს ტოპ ხუთ ჩემპიონატებში მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

5 – ლა ლიგის მიმდინდარე სეზონში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტოპ ხუთეულის გუნდებიდან ყველას მოეგოს ერთ ტურში.

3 – “ბეტისი” “ლას პალმასთან” მატჩის პირველ ტაიმში ბურთს მეტოქის საჯარიმოში ბურთს სამჯერ შეეხო (გუარდადო, ბარაგანი და დურმისი).

3 – ივან ალეხო “ეიბარის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო სამ მატჩში სამ გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 პასი).

1 – “ვალენსიამ” ლა ლიგაში პირველი თამაში წააგო მარსელინო ტორალის თავკაცობით (9 მოგება, 4 ფრე).

2 – ნორდინ ამრაბატი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2 საგოლე პასი გააკეთა მას შემდეგ, რაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

1 – დანი რაბამ “ვილიარეალის” ძირითად შემადგელობაში პირველად ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა.

28 – “რეალს” 2008-2009 წლების შემდეგ 14 ტურში 28 ქულა არ ჰქონია. ეს “სამეფო კლუბის” ყველაზე ცუდი სტარტია ბოლო 9 წელიწადში.

19 – სერხიო რამოსი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან 19-ჯერ გააძევეს.

0 – კრიშტიანუ რონალდუმ (13) და ქარიმ ბენზემამ (10) პასის გაკეთება სცადეს პირველ ტაიმში, მაგრამ ზუსტი არცერთი არ აღმოჩნდა.

4 – კრიშტიანუ რონალდუმ განახლებულ “სან მამესზე” მეოთხე უგოლო მატჩი ჩაატარა და ეს პორტუგალიელისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

150 – ლუკა მოდრიჩმა ლა ლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, რაც ხორვატს დებიუტი ჰქონდა, “რეალის” ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი პასი მის ანგარიშზეა (8 571).

6 – ვისამ ბენ იედერმა ბოლო 6 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო (ყველა ტურნირის ჩათვლით).

4 – “ატლეტიკომ” მიმდინარე სეზონში ბოლო 15 წუთში 4 ქულა მოიპოვა. 2 ქულა ტომას პარტეის გოლმა მოუტანა “რიაზორზე”, ხოლო ორიც ანტუან გრიზმანის გოლმა “სოსიედადთან”.

18 – “ატლეტიკოს” ლა ლიგაში უკვე 18 მატჩია არ წაუგია (11 მოგება, 7 ფრე). ასეთი შედეგი “როხიბლანკოს” მხოლოდ 1991 და 1941 წლებში ჰქონდა.

1 – იან ობლაკმა ლა ლიგაში პენალტიდან პირველი გოლი გაუშვა. ხოლო, “სოსიედადის” მეკარე რულის ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი აქვს გაშვებული მას შემდეგ, რაც ლა ლიგაში თამაშობს (2014 წლიდან).

4 – ვილიან ჟოზემ ლა ლიგაში პირველად მოახერხა ზედიზედ ოთხ მატჩში გოლის გატანა.

12 – ბოლო სამ სეზონში “სელტამ” “ბარსელონას” 12 გოლი გაუტანა. ამ პერიოდში კატალონელთა კარში ამდენი გოლი არცერთ სხვა გუნდს არ გაუტანია.

11 – ლუის სუარესმა ჟორდი ალბას პასით ყველა ტურნირის ჩათვლით მე-11 გოლი გაიტანა.

8 – ლეო მესიმ “სელტასთან” “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო სამ დაპირისპირებაში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

4 – იაგო ასპასმა “ბარსელონას” ბოლო ოთხ თამაშში მეოთხე გოლი გაუტანა (3 “ბალაიდოსზე”, ერთი – “კამპ ნოუზე”).

გერმანია, ბუნდესლიგა

4 – არტურო ვიდალმა ბოლო სამ თამაშში 4 გოლი გაიტანა. ჩილელს ბუნდესლიგაში ასეთი კარგი სერია აქამდე არ ჰქონია.

9 – ბოლო 9 გუნდს, რომელმაც “ბაიერნი” დაამარცხა, შემდეგ ტურში თამაში არ მოუგია (2 ფრე, 7 მარცხი).

25 – “გლადბახზე” მეტი გოლი მიმდინარე სეზონში მხოლოდ აუტსაიდერ “კიოლნს” აქვს გაშვებული (27).

4 – იუნუს მალიმ ბოლო 4 ბუნდესლიგურ მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.

3 – მატიას გინტერმა მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი გაიტანა. ეს იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ბოლოს 4 სეზონში ერთად ჰქონდა.

100 – ტიმო ჰორნმა ბუნდესლიგაში მეასე თამაში ჩაატარა და ყველა “კიოლნის” მაისურით.

191 – კლაუდიო პიზაროს ბუნდესლიგაში უფრო მეტი გოლი ქვს გატანილი (191), ვიდრე “შალკე” – “კიოლნის” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მყოფ 22 ფეხბუთელს ერთად (157).

4 – “ლაიფციგმა” ბუნდესლიგაში ოთხბურთიანი სხვაობით პირველად წააგო.

2 – სერჟ გნაბრიმ “ჰოფენჰაიმის” რიგებში პირველი გოლები გაიტანა (9 მატჩი).

3 – “ბაიერნმა” 2015 წლის თებერვლის შემდეგ ბუნდესლიგაში კუთხურის შემდეგ გოლი პირველად გაუშვა.

6 – კევინ ვოლანდმა ბოლო 6 თამაშში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 1 პასი).

3 – არტურო ვიდალმა ზედიზედ სამ მატჩში გოლი პირველად გაიტანა (საუბარია ბუნდესლიგაზე).

410 – ტომას მიულერმა “ბაიერნის” რიგებში 410-ე მატჩი ჩაატარა და ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა.

საფრანგეთი, ლიგა 1

23 – “მარსელმა” “მონპელიესთან” თამაშის წესები 23-ჯერ დაარღვია. ამაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით ბოლოს 2016 წელს “რენის” წინააღმდეგ ჰქონდა (24 ფოლი).

18 – პსჟ-ს ზედიზედ 18 მატჩი არ ჰქონდა წაგებული, როდესაც ედინსონ კავანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო (15 მოგება, 3 ფრე).

4 – “ბორდოს” შემტევმა მალკომმა მიმდინარე სეზონში საჯარიმოს გარედან მეოთხე გოლი გაიტანა. ტოპ ხუთ ჩემპიონატში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პაულო დიბალას აქვს (5 გოლი).

ინგლისი, პრემიერლიგა

13 – “მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში გამარჯვევების სერიის მიხედვით. “ქალაქელებმა” “სანდერლენდისა” და “პრესტონის” (1891-1892), “არსენალისა” (2001-2002) და “ჩელსის” (2016-2017) მიღწევა გაიმეორეს.

14 – დავიდ დე ხეას “არსენალთან” 14 სეივი ჰქონდა. ამაზე უკეთესი შედეგი ტოპ ხუთი ჩემპიონატებიდან ბოლო 10 წელიწადში მხოლოდ მატია პერინს ჰქონია.

პერინი – “ფიორენტინა” – “პესკარა” (2013 წელი) 15 სეივი

დე ხეა – “არსენალი” – “მანჩესტერი” (2017 წელი) 14 სეივი

ვიტო მანონე – “ჩელსი” – “სანდერლენდი” (2014 წელი) 14 სეივი

ტიმ კრული – “ტოტენჰემი” – “ნიუკასლი” (2013 წელი) 14 სეივი

მარიო ფერნანდესი – “ხიხონი” – “რასინგი” (2011 წელი) 14 სეივი

14 - დავიდ დე ხეას 14 სეივი პრემიერლიგისთვის სარეკორდოა. ზუსტად ასეთივე შედეგი ჰქონდათ ტიმ კრულსა (2013 წელს) და ვიტო მანონეს (2014 წელს).

21 – გაბრიელ ჟესუსმა 24 პრემიერლიგურ შეხვედრაში 21 გოლში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი, 6 პასი).

3 – ნიკოლას ოტამენდიმ ბოლო 10 პრემიერლიგურ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ეს იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე მანამდე 64 შეხვედრაში ჰქონდა (2 გოლი).

4 – ანჯელო ოგბონა მეოთხე იტალიელია, რომელმაც “ვესტ ჰემის” მაისურით გაიტანა. ინგლისურ კლუბებში უფრო მეტი გოლი იტალიელებზე მხოლოდ “ჩელსიზე” მოდის (5).

144 – ანჯელო ოგბონამ ტოპ ჩემპიონატებში პირველი გოლი გაიტანა. იტალიელმა სადებიუტო გოლს 144 თამაში მოანდომა.

4 – პეპ გვარდიოლამ “ვესტ ჰემთან” ოთხიდან ოთხი თამაში მოიგო (14:2 ბურთების ბალანსი).

7 – ჩარლი ოსტინმა ბოლო 10 თამაშში, რომელიც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მეშვიდე გოლი გაიტანა.

1 – რაიან ფრეიზერმა 3 იანვრის შემდეგ პრემიერლიგაში პირველად გაიტანა. ფრეიზერს 24 მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა.

1 – პოლ პოგბამ პირველად მიიღო წითელი ბარათი 2013 წლის მაისის შემდეგ. მაშინ ფრანგი “იუვენტუსისა” და “პალერმოს” შეხვედრაში გააძევეს.

3 – ჯესი ლინგარდმა ბოლო ორ პრემიერლიგურ თამაშში 3 გოლი გაიტანა.

6 – ალექსანდრ ლაკაზეტმა პრემიერლიგის 6 საშინაო მატჩში გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია.

2 – “მანჩესტერმა” “არსენალთან” 11 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა (2), ვიდრე ბოლო რვა საგარეო მატჩში პრემიერლიგის დიდ ექვსეულთან ერთად აღებული (1).

9 – პოლ პოგბამ 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა ბოლო 9 შეხვედრაში.

21 – როდესაც ანტონიო ვალენსიას გოლი გაჰქონდა პრემიერლიგაში, მისი გუნდი არასდროს დამარცხებულა.

10 – “კრისტალ პალასს” სტუმრად უკვე ზედიზედ 10 თამაშია გოლი არ გაუტანია. ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ “სიტის” ჰქონდა (12 თამაში) 1950 წელს.

5 – სემ ელერდაისმა პრემიერლიგაში ახალი გუნდის თავკაცის პოსტზე მეშვიდე მატჩიდან მეხუთე მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი).

3 – ლუის დანკმა მიმდინარე სეზონში 3 ავტოგოლი მიითვალა. ამაზე ცუდი შედეგი ერთი სეზონის მიხედვით მხოლოდ მარტინ შკრტელს ჰქონია (2013-2014 წლების სეზონი).

18 – ფილიპე კოუტინიომ საჯარიმოს გარედან 2013 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში (18).

10 – დომინიკ კალვერტ-ლუისმა მიმდინარე სეზონში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 პასი).

4 – გილფი სიგურდსონმა ბოლო 4 თამაში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 პასი).

1 – კრისტიან ერიკსენმა პრემიერლიგაში პირველი საგოლე პასი გააკეთა პირველი ტურის შემდეგ. დანიელის მშრალმა სერიამ 13 თამაში შეადგინა.

6 – ვილფრიდ ბონიმ “სტოკისა” და “სუონსის” ბოლო ხუთ შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა (2 “სტოკისთვის, 4 – “სუონსისთვის”).

25 – ედენ აზარმა მას შემდეგ, რაც “ჩელსის” ანტონიო კონტე წვრთნის 25-ე გოლი გაიტანა. ეს “არისტოკრატების” რიგებში საუკეთესო შედეგია (ყველა ტურნირის ჩათვლით).

6 – ედენ აზარმა “ნიუკასლის” კარში მეექვსე გოლი გაიტანა. ამაზე მეტჯერ ბელგიელს არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია.

25 – გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული დუაიტ გაილი “ნიუკასლის” საუკეთესო ბომბარდირია (25 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115693