ფეხბურთი

18:35 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბენევენტოს" მეკარე: "გოლი თვალდახუჭულმა გავიტანე"

არაფრით გამორჩეული “ბენევენტოს” მეკარე ალბერტო ბრინიოლი დღეს სპორტული მედიის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა. იტალიელმა მეკარემ “მილანის” კარში გოლი თავდამსხმელის სტილში, თავური დარტყმით გაიტანა.

მატჩის შემდეგ ბრინიოლიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში თვალები დახუჭული ჰქონდა.

“მხოლოდ ჩემს შესახებ საუბარი იქნება ცოტა ეგიოსტური. ბედნიერი არა ჩემს გამო, არამედ ხალხის, გუნდის ხელმძღვანელობის, პრეზიდენტის გამოვა ვარ. აქ ხალხი ოცნებით ცხოვრობს და ალბათ ამაზე მეტსაც ელოდებიან.

ადგილის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით თავაწეულებმა ვითამაშოთ. ჩვენ 2:1 ვაგებდით და დასაკარგი არაფერი გვქონდა. თვალები დავხუჭე და ისე გავიტანე”, - აღნიშნა 26 წლის მეკარემ, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაა.

შეგახსენებთ, “ბენევენტომ” 14 ტურში ყველა თამაში წააგო და სერია ა-ში სადებიუტო ქულა “მილანთან” ბოლო წუთზე სწორედ მეკარის, ალბერტო ბრინიოლის გოლით მოიპოვა.

0.111272