დორტმუნდის “ბორუსიისა” და გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით პრემიერლიგის 2 გუნდია დაინტერესებული. Bild-ის ინფორმაციით ლონდონის “ჩელსი” და “ლივერპული” აფრიკელის გადაბირებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით ობემეიანგი “დორტმუნდს” იანვარში დატოვებს. უპირატესობა კი ზემოთ აღნიშნულ კლუბებს შორის “ლივერპულს” აქვს, რადგან”წითლების” მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს 28 წლის შემტევთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. რაც შეეხებათ “ლურჯებს,” – ისინი მზად არიან გერმანულ კლუბს მეტი თანხა შესთავაზონ, რადგან “ლივერპულის” წინადადება თავიდანვე ჩაახშონ.
მიმდინარე სეზონში ობემეიანგმა ბუნდესლიგის 12 შეხვედრაში - 11 გოლის გატანა მოახერხა.