ფეხბურთი

16:39 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

წითელი სერხიო რამოსი

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ესპანეთის ლა ლიგის რეკორდსმენი გახდა. თუმცა, 31 წლის ფეხბურთელს საქმე მაინც და მაინც საამაყო რეკორდთან არ აქვს.

საქმე ისაა, რომ რამოსმა “ბილბაოსთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის ლა ლიგის ეგიდით მე-19 გამოდგა. ეს კი, ესპანეთის ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდია. აქამდე ყველაზე მეტჯერ ლა ლიგაში პაბლო ალფარო და ჩავი აგუადო ჰყავდათ გაძევებული, რომელთაც 18-18-ჯერ უჩვენეს წითელი ბარათი.

ვინაიდან, ზემოხსენებულ ორივე მოთამაშეს კარიერა კარგა ხანია დასრულებული აქვთ, რამოსი რეკორდის შენარჩუნებას სავარაუდოდ, დიდ ხანს მოახერხებს...

0.114124