ძიუდო

13:48 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

უშანგი მარგიანის იაპონური მონაგარი – ბრინჯაო და 500 ქულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა უშანგი მარგიანმა ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მსოფლიოს ქართველი პრიზიორი იაპონურ ტატამზე სულ ხუთჯერ გავიდა. ძირითად ბადეში პერუელი იუტა გალარეტა ვილარი წუთსა და 43 წამში ჩამოიშორა. მოლდოველ ეუგენ მატვეიჩუსს წუთი და 35 წამი აკმარა. მეოთხედფინალში კი ჩეხ დავიდ კლამერთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც კანადელ ლუის კრიბერ განონს სამი გაფრთხილებით სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მარგიანი ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. თავიდან ქართველი ძიუდოისტი ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ წონასწორობა რამდენიმე წამში აღადგინა. ცოტა ხანში ბეტონიმ კიდევ ერთი ვაზარი მიითვალა და შებოჭვაც წამოიწყო, მაგრამ უშანგი მარგიანმა არათუ თავი დაიძვრინა, მეტოქე იქეთ შებოჭა და მე-3 ადგილით 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

დღესვე, კონკურენციაში ევროპის 3-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანიც ჩაერთო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაშივე გამოეთიშა – რუსეთის ნაკრების წევრ ხაიბულა მაგომედოვს უილეთო შეხვედრაში, მეორე დამატებულ წუთზე მოპოვებული შიდოს უპირატესობით გასცდა. მერვედფინალში კი იაპონელ კენტარო იიდასთან ასევე ოქროს დროში, იპონით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ტოკიოს გრან სლემზე სულ სამი ძიუდოისტით გამოვიდა. გუშინ საქმეში ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ჩაება და მე-5 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

გრან სლემი

ტოკიო

2-3 დეკემბერი

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 იოშირო მარუიამა (იაპონია)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

3 ნორიჰიტო იშოდა (იაპონია)

5 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 არატა ტაცუკავა (იაპონია)

2 არტურ მარგელიდონი (კანადა)

3 იონსუნგ ანი (სამხრეთ კორეა)

3 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

81 კგ

1 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლი)

2 სუინგჰო ლი (სამხრეთ კორეა)

3 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)

3 დაგვასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი)

90 კგ

1 კენტა ნაგასავა (იაპონია)

2 იუსუკე კობაიაში (იაპონია)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 სოიჩირო მუკაი (იაპონია)

100 კგ

1 გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)

2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

3 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი)

3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

+100 კგ

1 იუსეი ოგავა (იაპონია)

2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

3 კოკორო კაგეურა (იაპონია)

3 დავიდ მოურა (ბრაზილია)

ქალები

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

3 ბოკიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ფუნა ტონაკი (იაპონია)

52 კგ

1 უტა აბე (იაპონია)

2 რინა ტაცუკავა (იაპონია)

3 ამანდინე ბუჩარდი (საფრანგეთი)

3 აი შიშიმე (იაპონია)

57 კგ

1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

2 ანცუ იამამოტო (იაპონია)

3 მომო ტამაოკი (იაპონია)

3 ნაე უდაკა (იაპონია)

63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

3 მეგუმი ცუგანე (იაპონია)

70 კგ

1 იოკო ონო (იაპონია)

2 ჩიზურუ არაი (იაპონია)

3 მარია პერესი (პუერტო რიკო)

3 შიჰო ტანაკა (იაპონია)

78 კგ

1 შორი ჰამადა (იაპონია)

2 გუუსი სტინჰაუსი (ჰოლანდია)

3 რუიკა სატო (იაპონია)

3 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)

+78 კგ

1 სარა ასაჰინა (იაპონია)

2 აკირა სონე (იაპონია)

3 მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია)

3 მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

0.112959