ძიუდო

18:00 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი მედლამდე იაპონელებმა არ მიუშვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ტოკიოში მიმდინარე გრან სლემზე საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა ჯერ ოქრო-ვერცხლის, მოგვიანებით კი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი იაპონელ მეტოქეებთან წაგებით დაკარგა.

ძირითად ბადეში, საუდის არაბეთის ნაკრების წევრ აბდულაზიზ ალბაშისა და პერუელი ხუან პოშტიგოსის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მარგველაშვილი მეოთხედფინალში იპონითვე დამარცხდა იოშირო მარუიამასთან. რეპეშაჟის ნახევარფინალში მსოფლიოს (2009) და ევროპის 2-გზის (2011 და 2017) ჩემპიონს – უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას მოუგო სუფთად. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ნორიჰიტო იშოდასთან მხოლოდ 13 წამი გაძლო და მე-5 ადგილს დასჯერდა. ამ შედეგით ქართველმა ძიუდოისტმა 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

დღეს სულ მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცთა სამ და გოგონათა ოთხ წონით კატეგორიაში და შვიდივე წონაში ოქროს მედლებს იაპონელი ძიუდოისტები დაეუფლნენ.

ხვალ სამეულები სრულად შეივსება. საქართველოს სახელით კი იაპონურ ტატამზე ორი სპორტსმენი გავა: მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90 კგ) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014 და 2016), ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

მარგიანი გრან სლემს პერუელ იუტა გალარეტა ვილართან დაჭიდებით გახსნის, ლიპარტელიანის პირველი მეტოქე კი რუსეთის ნაკრების წევრ ხაიბულა მაგომედოვისა და ამერიკელი ნათანიელ კივის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ძიუდო

გრან სლემი

ტოკიო

2 დეკემბერი

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 იოშირო მარუიამა (იაპონია)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

3 ნორიჰიტო იშოდა (იაპონია)

5 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 არატა ტაცუკავა (იაპონია)

2 არტურ მარგელიდონი (კანადა)

3 იონსუნგ ანი (სამხრეთ კორეა)

3 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

ქალები

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

3 ბოკიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ფუნა ტონაკი (იაპონია)

52 კგ

1 უტა აბე (იაპონია)

2 რინა ტაცუკავა (იაპონია)

3 ამანდინე ბუჩარდი (საფრანგეთი)

3 აი შიშიმე (იაპონია)

57 კგ

1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

2 ანცუ იამამოტო (იაპონია)

3 მომო ტამაოკი (იაპონია)

3 ნაე უდაკა (იაპონია)

63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

3 მეგუმი ცუგანე (იაპონია)

0.119653