იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “იუვემ” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 44 შეხვედრაში ზედიზედ მოახერხა გოლის გატანა და ეს კალჩოს ისტორიაში საუკეთესო სერიაა.
“ბებერმა ქალბატონმა” სარეკორდო ნიშნულს “სან პაოლოზე” მიაღწია, სადაც გონსალო იგუაინმა შეძლო გოლის გატანა.
რაც შეეხება რეკორდს – “იუვენტუსმა” თავისივე მიღწევა დაამხო, რომელსაც 2013-2014 წლებში უწია. მასიმილიანო ალეგრის ამჟამინდელი სერია კი სათავეს 2016 წლიდან იღებს. ბოლოს ტურინელებმა გოლი ხსენებული წლის ოქტომბერში, “მილანთან” (0:1) მატჩში ვერ გაიტანეს.