“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა მიიჩნევს, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო 7 ნომერი დევიდ ბექჰემია. ფრანგის ფეხბურთელის განცხადებით, ბექჰემი ნამდვილი ლეგენდაა.
“ბექჰემს თავისი სათამაშო სტილი ჰქონდა. ის ნამდვილი ხატი იყო. როდესაც ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედზე”, პირველ რიგში ბექჰემი მახსენდება. თუ დაინახავდით, რომ ერთი ფლანგიდან მეორეზე ბურთი გადავიდა, ყველამ იცოდა ეს ვინც გააკეთა. ის ნამდვილი ლეგენდაა – “მანჩესტერის” ისტორიაში საუკეთესო 7 ნომერი”, - განაცხადა პოგბამ.
შეგახსენებთ, დევიდ ბექჰემი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია და “ოლდ ტრაფორდზე” 2003 წლამდე თამაშობდა. ბექჰემის გარდა “წითელი ეშმაკების” რიგებში 7-ნომრიანი მაისურით ისეთ ფეხბურთელებსაც უთამაშიათ, როგორებიც ჯორჯ ბესტი, კრიშტიანუ რონალდუ და ერიკ კანტონა იყვნენ.