ევროლიგის მეათე ტურში მარცხი განიცადა ესპანურმა “სასკი ბასკონიამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 69:83.
მოულოდნელად, მწირი სათამაშო დრო დაეთმო თორნიკე შენგელიას. ქართველი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე 17:08 წუთი გაატარა. მიუხედავად მისთვის მცირე დროისა, თორნიკემ გუნდს 13 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მაინც შესძინა. აღსანიშნავია, რომ ბასკთა ქართველი კაპიტანი მატჩის ბოლო ნაწილში მთავარ მწვრთნელს მოედანზე საერთოდ არ გაუყვანია...
შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 სამი საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა - დიდებული დაფარება მიითვალა და კონტრშეტევა თავადვე არანაკლებ ეფექტური ჩატენვით დაასრულა. ეს ეპიზოდი კი ევროლიგის დღის საუკეთესო მომენტი გახდა VIDEO.
“ბასკონიას” 10 ტურში 4 მოგებითა და 6 წაგებით მე-11 პოზიცია უკავია. ბასკები მომდევნო ტურში 7 დეკემბერს, “უნიკახას” უმასპინძლებენ.