34 წლის იტალიელი ჩოგბურთელი რობერტა ვინჩი 2018 წელს კარიერას დაასრულებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად რობერტა ავრცელებს. ვინჩის კარიერაში ბოლო ტურნირი “რომის” მასტერსი იქნება, რის შემდეგაც მას კორტზე ვეღარ ვიხილავთ.
რობერტა პრო ტურში 1999 წლიდან თამაშობს. ერთეულთა თანრიგში მის ანგარიშზე WTA-ის 10 ტურნირია. ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირებზე საუკეთესო შედეგი 2015 წელს “ამერიკის ღია პირველობაზე” დააფიქსირა, სადაც ფინალში თანამემამულე ფლავია პენეტასთან დამარცხდა. წყვილთა თანრიგში რობერტას დიდი სლემის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული და 2012 წელს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი იყო.