ლივერპულის “ევერტონის” კაპიტანმა უეინ რუნიმ პრემიერლიგის ბოლო ტურში “ვესტ ჰემთან” ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. ამ ამბავში გამოსარჩევი ისაა, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ერთ მატჩში სამი გოლის გატანა 2272 დღის შემდეგ შეძლო.
რუნის ბოლო ჰეთ-თრიქი აქამდე 2011 წლის 10 სექტემბრით თარიღდებოდა. მაშინ უეინმა “ბოლტონ უენდერერსის” კარი დალაშქრა სამჯერ.
უეინ რუნის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 12 პრემიერლიგურ შეხვედრაში 7 გატანილი გოლია.