ლიბერტადორესის თასის 2017 წლის გათამაშება “გრემიოს” ტრიუმფით დასრულდა. ბრაზილიურმა გუნდმა ფინალაში არგენტინული “ლანუსი” ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მოიპოვა სამხრეთამერიკის უძლიერესი გუნდის სახელი.
ფინალის საპასუხო მატჩი რენატო გაუჩოს გუნდმა 2:1 მოიგო და რადგან, ერთი კვირის წინ სახლშიც ჰქონდა მოგებული (1:0), ოქროს მედლები დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ “გრემიო” გახდა მესამე არაარგენტინული გუნდი, რომელმაც კოპა ლიბერტადორესი არგენტინაში მოიგო. აქამდე, იგივე 1979 წელს პარაგვაულმა “ოლიმპიამ” და 1963 წელს ბრაზილიურმა “სანტოსმა” შეძლეს.
რენატო გაუჩომ კი აღნიშნული ტიტული მერვედ მოიგო, როგორც მწვრთნელის, ისე ფეხბურთელის რანგში.
“გრემიომ” კოპა ლიბერტადორესი 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაისაკუთრა და ეს, ბრაზილიური კლუბის მე-18 ტრიუმფი გამოდგა სამხრეთამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში. ბრაზილიელებზე უკეთესი შედეგი მხოლოდ არგენტინულ კლუბებს აქვთ – 24 ჩემპიონობა.
ყველაზე მეტჯერ კი პირველი ადგილი “ინდეპენდიენტემ” (არგენტინა) 7-ჯერ და “ბოკა ხუნიორსმა” (არგენტინა) 6-ჯერ დაიკავეს.