ფეხბურთი

15:19 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა: “მსიამოვნებს, როცა მაუროს ტოპ კლუბები უკავშირდებიან”

იტალიური “ინტერის” კაპიტნის მაურო იკარდის ცოლმა ვანდა ნარამ Corriere Dello Sport-თან მაუროს შესახებ ისაუბრა. ვანდას თქმით, მისი ქმრის გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

“ზარები მადრიდიდან? მირჩევნია არ გითხათ თუ ვინ დამირეკა. ამ თემაზე საუბარი ჩემს ქმარს არ უნდა, რადგან ის მილანში თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდის ლიდერია. არ ვუარყოფ, რომ მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული და ეს ძალიან მსიამოვნებს. იყო კაპიტანი, ეს დიდი პატივია. “ინტერის” მიმართ მაურო დიდ სიყვარულს გრძნობს. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო. მისი სიყვარული ბავშვურია, გულწრფელი.

წავალთ თუ არა მომავალში მილანიდან? ძნელი სათქმელია. ვერასოდეს გამოიცნობ მომავალში რა მოხდება, მით უმეტეს სპორტში. მაუროს “ნერაძურისთან” კონტრაქტი აკავშირებს და ის სხვადასხვა კლუბებისგან ყოველ ახალ შეთავაზებაზე უარს აცხადებს.

გასულ სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების ფასები ძალიან გაიზარდა. მაურო “სამპდორიადან” “ინტერში 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოუშვეს, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ფასი დღესდღეობით 200 მილიონ ევროს აღემატება.

“ნაპოლი” და “იუვენტუსი”? 2 წლის წინ მე დავიწყე მუშაობა იმ კუთხით, რომ მაუროსთვის კარგი კლუბი შემერჩია. ჩემი ქმრისთვის საუკეთესო მინდოდა. დე ლაურენტისი ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ვესაუბრე ასევე იგუაინს, რომელიც იმ ზაფხულს “იუვენტუსში” გადავიდა, თუმცა საბოლოოდ მაურო “ინტერში” დარჩა.

ჩემი ცხოვრება ძალიან დატვირთულია. ადრე ფილმში თამაში შემომთავაზეს, თუმცა უარი ვთქვი, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი. ახლა ტელევიზიაში ვმუშაობ. ყოველდღე დილის 6 საათზე ვიღვიძებ და სამსახურში მივდივარ. ჩემი ქმარი ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენ კარგი გუნდი ვართ, როგორც სახლში, ასევე გარეთ”, - თქვა ვანდამ.

აქვე გეტყვით, რომ ვანდა მაუროს აგენტი გახლავთ, 2 წლის წინ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელმა მიიღო, რომელმაც ყოფილი აგენტი აბიან მორენო თავისი მეუღლით ჩაანაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.20545