ფეხბურთი

12:50 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთხიდან სამი მოგება სომხეთთან

საქართველოს 15 და 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებებმა 27 და 29 ნოემბერს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს სომეხ თანატოლებთან.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს - 3:0 და 1:0. გოლები ჯიბლაძემ (2), გაგნიძემ და ვაზაგაშვილმა გაიტანეს. ზვიად ჯელაძის 16-წლამდელებმა კი ჯერ 1:0 გაიმარჯვეს ტორონჯაძის გოლით, მერე კი 0:1 წააგეს.

ამ შეხვედრებით ნაკრებებმა შეკრებაც დაასრულეს. თუმცა რამდენიმე დღეში 15-წლამდე ნაკრებს უკვე საერთაშორისო ტურნირი ელის - 5-8 დეკემბერს თბილისში ბელარუსის, თურქეთისა და ლიტვის ნაკრებები ჩამოვლენ.

gff.ge

0.126933