ფეხბურთი

20:40 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადაარჩენს "ევერტონს" "დიდი სემი"?

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ევერტონს” ამიერიდან სემ ელერდაისი გაწვრთნის. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ელერდაისი აღნიშნულ პოსტზე რონალდ კუმანს შეცვლის, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო ერთი თვის წინ დაითხოვეს.

როგორც “ევერტონის” ვებგვერდი გვამცნობს, დღეს, “ვესტ ჰემთან” შეხვედრაში გუნდს ისევ დროებითი მწვრთნელი დევიდ ენსუორთი გაწვრთნის, ხოლო ელერდაისი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

63 წლის ელერდაისს თავის დროზე არაერთ გუნდში უმუშავია: “ბლექპული”, “ნოთს ქაუნთი”, “ბოლტონი”, “ნიუკასლი”, “ბლექბერნი”, “ვესტ ჰემი”, “სანდერლენდი” და “კრისტალ პალასი”. 2016 წელს იგი ინგლისის ნაკრებსაც ედგა სათავეში, მაგრამ სკანდალში გაეხვა და თანამდებობის დატოვება მალევე მოუხდა. ყველაზე დიდ წარმატებას “დიდმა სემმა” “ბოლტონ უონდერერსში” მოღვაწეობისას მიაღწია.

რაც შეეხება “ევერტონს” – სეზონის წინ ლივერულელებს დიდი მიზნები ამოძრავებდათ, მაგრამ ამ დრომდე გუნდი საშინლად თამაშობს. ევროპა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა, ხოლო პრემიერლიგაში 13 თამაშში მოპოვებული 12 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

0.114435