ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთში “ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი, ხოლო აღმოსავლეთში “მაიამი ჰიტის” ერთ-ერთი ლიდერი გორან დრაგიჩი დაასახელეს.
გასულ კვირას ფლორიელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს, გორანი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 23.7 ქულას და 4.3 პასს აგროვებდა.
“პელიკასმა” სამი შეხვედრა მოიგო, ერთი წააგო. დევისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.5 ქულას და 12.5 მოხსნას აკეთებდა.