ფეხბურთი

23:19 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის", პსჟ-სა და იკარდის რეკორდები - ტურის შემდეგ ტოპ 5

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

გერმანია, ბუნდესლიგა

2 – ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში ორი საგოლე პასი ორმა ფეხბურთელმა შეასრულა და ორივე “შალკეს” ღირსებას იცავს. ევგენი კონოპლიანკა და ბენჟამინ სტამბული.

2 – ვედად იბიშევიჩი ერთადერთია, რომელმაც მეცამეტე ტურში დუბლის შესრულება მოახერხა.

6 – “ჰერტამ” მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველი თამაში მოიგო. აქამდე 5 მატჩიდან 3 ფრე ითამაშა და ორჯერ დამარცხდა.

10 – ვედად იბიშევიჩმა “კიოლნის” კარში მეათე გოლი შეაგდო. ამაზე მეტი ბოსნიელს არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია.

3 – იბიშევიჩმა ზედიზედ სამ ბუნდესლიგურ შეხვედრაში მოახერხა გატანა. ბოლოს ასეთი კარგი სერია 2012 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა “შტუტგარტის” რიგებში თამაშისას.

16 – იან ორელ ბისეკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონია. “კიოლნის” მცველის დებიუტი 16 წლის, 11 თვისა და 18 დღის ასაკში შედგა.

37 – “კიოლნის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ 16 წლის იან ორელ ბისეკი და 39 წლის კლაუდიო პიზარო. საინტერესოა, რომ როდესაც ბისეკი დაიბადა, პიზაროს ბუნდესლიგაში 37 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

1000 – “ჰოფენჰაიმელმა” კევინ აკპოგუმამ “ჰამბურგთან” საკუთარი კარი დალაშქრა. ეს ბუნდესლიგის ისტორიაში მეათასე ავტოგოლი აღმოჩნდა.

10 – “გლადბახმა” ბოლო 4 ტურში 10 ქულა მოიპოვა და ეს საუკეთესო შედეგია უკანასკნელი ოთხი ტურის მონაცემების მიხედვით.

3 – არტურო ვიდალმა ბუნდესლიგის ბოლო ორ მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

2 – “ბაიერნმა” “გლადბახთან” მატჩამდე პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით 2017 წლის მაისში “ლაიფციგთან” წააგო, მაგრამ მაშინ ის თამაში (5:4) მოიგო. ამჯერად, “რეკორდმაისტერი” (1:2) დამარცხდა.

7 – ტორგენ აზარს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. ბელგიელი “გლადბახში” ორივე შედეგით საუკეთესოა.

150 – მატიას გინტერმა და ოსკარ ვენდტმა ბუნდესლიგაში 150-ე მატჩები ჩაატარეს.

195 – იუპ ჰაინკესი იმ “გლადბახთან” დამარცხდა, რომლის საუკეთესო ბომბარდირია ბუნდესლიგაში 195 გოლით.

2 – “შალკე” ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც 0:4 ჩამორჩენა აღმოფხვრა. პირველად იგივე “ბაიერნმა” გააკეთა, როდესაც “ბოხუმთან” 0:4 აგებდა და საბოლოოდ 6:5 მოიგო. “შალკე” “დორტმუნდთან” რურის დებრში ფრეს დასჯერდა – 4:4.

5 – კევინ ვოლანდმა ბუნდესლიგის ბოლო 5 შეხვედრაში 5 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 1 პასი).

15 – “აუგსბურგმა” ბუნდესლიგის ზედიზედ 15 საშინაო მატჩში გაიტანა გოლი და ეს კლუბის რეკორდია.

25 – “დორტმუნდმა” “შალკეს” საწყის 25 წუთში 4 გოლი გაუტანა. აქამდე “ბორუსიას” “ხუმარების” კარში 4 გოლი ამაზე მალე ერთადერთხელ ჰქონდათ გატანილი. 1964 წელს იგივე “დორტმუნდმა” 23 წუთში გააკეთა და ის თამაში 6:2 მოიგო.

100 – ლეონ გორეცკამ “შალკეს” ღირსება ბუნდესლიგაში მეასედ დაიცვა.

344 – მარიო გიოტცემ “დორტმუნდის” რიგებში 344 დღის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. საერთოდაც, ეს იყო მისი პირველი გოლი 2017 წელს.

96 – პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგაში 96-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის აფრიკელ ბომბარდირებს შორის დაწინაურდა. აქამდე რეკორდი ენტონი იებოას ეკუთვნოდა, თუმცა ახლა გაბონელი გაუტოლდა და მალე ალბათ მის შედეგსაც გააუმჯობესებს.

24 – რომან ვაინდეფელერმა ბუნდესლიგის ეგიდით “შალკესთან” 24-ედ ითამაშა. “დორტმუნდის” სხვა ფეხბურთელს რურის დერბში ამდენჯერ არ უთამაშია.

7008 – კრისტიან პულიშიჩმა ბუნდესლიგაში 50-ე მატჩი ჩაატარა და ასეთ ასაკში ამდენჯერ არავის უთამაშია. ამერიკელი მხოლოდ 19 წლის 2 თვისა 7 დღის იყო, როცა ამ შედეგს უწია. წინა რეკორდი დავიდ ალაბას ეკუთვნოდა.

ესპანეთი, ლა ლიგა

90.3% - სერხიო ბუსკეტსი ლა ლიგაში ყველაზე მეტ გადაცემას აკეთებს – 910. აქედან 822 პასი ადრესატამდე მივიდა (90.3%).

X – ლა ლიგის ოთხეულის ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში ყველა ფრედ დასრულდა: “რეალი” – “ვალენსია” 2:2, “ვალენსია” – “ატლეტიკო” 0:0, “ატლეტიკო” – “ბარსელონა” 1:1, “ატლეტიკო” – “რეალი” 0:0 და “ვალენსია” – “ბარსელონა” 1:1.

2 – “ბარსელონამ” ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ ორი ფრე 2016 წლის დეკემბერის შემდეგ პირველად ითამაშა.

5 – ჟორდი ალბა გოლი+პასის სისტემით მცველებს შორის ლა ლიგაში ლიდერია – 4 პასი და 1 გოლი.

27 – ლიონელ მესიმ “ვალენსიას” კარში გატანილ ბოლო 34 გოლიდან 27-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო (20 გოლი და 7 საგოლე პასი).

13 – “სევილიამ” მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით მიმდინარე სეზონში 13 ქულა მოიპოვა. ეს საუკეთესო შედეგია ამ დროისთვის.

0 – “ბარსელონას” ლა ლიგაში ბოლო 12 თამაში არ წაუგია, როდესაც მოედანზე ტომას ვერმაელენი იყო (10 მოგება, 2 ფრე).

2 – “ვალენსიამ” “ბარსელონას” ლა ლიგაში ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ მოუგო. 2014 წლის თებერვალში 3:2 და 2016 წლის აპრილში 2:1.

5 – “ბილბაოს” ლა ლიგაში უკვე 5 თამაშია არ მოუგია (2 ფრე, 3 მარცხი) და 2015 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც ბასკებმა 7 მოუგებელი თამაში ჩაატარეს, ეს ყველაზე ცუდი სერიაა.

13 – “ატლეტიკომ” ზედიზედ მეცამეტე წაუგებელი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და ეს “როხიბლანკოს” საუკეთესო სტარტია ისტორიაში წაუგებელ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ.

2+1 – ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში გოლთან ერთად საგოლე გადაცემა პირველად გაახერხა.

6 – “ატლეტიკომ” “ლევანტესთან” პირველ ტაიმში კარის ჩარჩოში 6-ჯერ დაარტყა და დიეგო სიმეონეს გუნდისთვის ეს ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი პირველ ნახევარში.

18 – “ატლეტიკოს” უკვე 18 მატჩია სტუმრად არ წაუგია (10 მოგება, 8 ფრე) და ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო საგარეო სერიაა.

4 – კრიშტიანუ რონალდუმ “მალაგას” კარში მეშვიდე პენალტი დაარტყა და აქედან 4-ჯერ გააცუდა.

1 – “რეალმა” საჯარიმოს გარედან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაუშვა. ამის გაკეთება მალაგელმა კასტრომ მოახერხა.

საფრანგეთი, ლიგა 1

8 – მემფის დეპაიმ მიმდინარე სეზონში სტუმრად რვა გოლი გაიტანა. შარშან ჯამში 5 კი გოლი გაიტანა და ყველა საკუთარ მოედანზე.

4:0 – “ლიონმა” ბოლოს პირველი ტაიმი 4:0 2003 წლის ნოემბერში მოიგო და მაშინაც “ნიცას” წინააღმდეგ.

31 – “ლილი” 31-ე წუთისთვის “მონპელიესთან” 0:3 აგებდა. 21-ე საუკუნეში ამ ანგარიშით მხოლოდ მეორე მარცხდებოდა პირველ ნახევარ საათში. პირველად იგივე 2015 წლის 25 აპრილს, პსჟ-სთან დაემართა (1:6).

45 – პსჟ-მ 14 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა და ეს იმაზე უკეთესი შედეგია, ვიდრე 2016-2017 წლების სეზონში 11 გუნდს ჰქონდა.

4 – კილიან მბაპემ “მონაკოსთან” 4 რეალური საგოლე მომენტი გააცუდა და ეს მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.

იტალია, სერია A

6 – “მილანმა” 14 ტურში 6 თამაში წააგო. ხსენებული რაოდენობის ტურისთვის “როსონერის” უფრო მეტი წაგება მხოლოდ 1941-1942 წლების სეზონში ჰქონდა (7).

43 – “იუვენტუსმა” სერია A-ში ზედიზედ 43 მატჩში გაიტანა გოლი და თავისსავე რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2013 წლის თებევრლიდან 2014 წლის მარტამდე დაამყარა. ამჟამად კი ტურინელთა სერია 2016 წლის ოქტობრიდან იღებს სათავეს.

1 – “კროტონე” “იუვენტუსთან” მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოში ბურთს ერთხელ შეეხო. კალაბრიელებს ასეთი რამ მიმდინარე სეზონში მეორედ დაემართათ.

4 – “ლაციოს” შემტევმა ლუის ალბერტომ მეოთხე საგოლე პასი გააკეთა სტანდარტის შემდეგ ეს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია.

4 – “მილანს” “სან სიროზე” გოლი უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ გაუტანია. ასეთი ცუდი სერია ლომბარდიულ გრანდს ბოლოს 2007 წლის დეკემბერსა და 1984 წლის აპრილში ჰქონდა. “როსონერის” ბოლოს საკუთარ მოედანზე “სპალის” კარი აქვს დალაშქრული.

2 – “ტორინომ” “მილანთან” პირველ ტაიმში კარში ვერ დაარტყა და ეს მისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო პირველ ნახევარში.

15 – მაურო იკარდი გახდა “ინტერის” მესამე ფეხბურთელი, რომელმაც მინიმუმ 15 გოლის გატანა ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში მოახერხა. მანამდე იგივე სტეფანო ნიერსმა (1949-1953) და ჯუზეპე მეაცამ (1930-1936) გააკეთეს.

6 – მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში ერთი ჰეთ-თრიქი შეასრულა და 5 დუბლი. ეს ტოპ ხუთ ჩემპიონატებში სარეკორდო მაჩვენებელია.

13 – მაურო იკარდიმ ივან პერიშიჩის გადაცემით მას შემდეგ რაც “ინტერში” ერთად თამაშობენ, მე-13 გოლი გაიტანა.

4 – მაურო იკარდიმ “კალიარისთან” სტუმრად გოლის გატანა ყოველთვის მოახერხა (ოთხჯერ), როდესაც ითამაშა.

0 – “ვერონამ” მიმდინარე სეზონში პირველად ჩაატარა პირველი ტაიმი ისე, რომ საკუთარ კარში არცერთი დარტყმა არ მიუღია.

26 – ორჯი ოკვონვკო მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებული წუთებისა და გოლების საშუალო რაოდენობით საუკეთესოა. “ბოლონიას” შემტევს გოლი ყოველ 26 წუთში გააქვს.

3 – იბრაჰიმ ბაიეს სერია A-ში 3 გოლი აქვს გატანილი და სამჯერვე “სამპდორია” დაამწუხრა.

ინგლისი, პრემიერლიგა

37 – “მანჩესტერ სიტიმ” 13 ტურში 37 ქულა მოიპოვა და ეს ხსენებული პერიოდისთვის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

11 – “სიტიმ” ბოლო 11 საგარეო მატჩი მოიგო ყველა ტურნირის ჩათვლით. ინგლისური გუნდების ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.

12 – რაჰიმ სტერლინგმა მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. ეს ინგლისელის საუკეთესო მაჩვენებელია ერთი სეზონის მიხედვით.

8 – სერხიო აგუერომ ზედიზედ რვა გოლი გაუტანა პრემიერლიგის ახალწვეულებს (მატჩში).

90 – “არსენალმა” “ბარნლის” ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო 90-ე წუთზე გატანილი გოლით.

90 – “არსენალი” – “ბარნლი” პირველი პრემიერლიგური წყვლი გახდა, რომელთა ბოლო სამი დაპირისპირების ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა.

28 – “ევერტონმა” 13 ტურში 28 გოლი გაუშვა. 13 ტურში ლივერპულელებმა ამაზე მეტი გოლი 1958-1959 წლების სეზონში გაუშვეს (40).

8 – ჩარლი ოსტინმა ბოლო 11 შეხვედრაში, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი და 1 პასი).

4 – გილფი სიგურდსონმა კლუბში გატანილი ბოლო 4 გოლიდან ყველა საჯარიმოს ფარგლებს გარედან გაიტანა (ორი “სუონსიში”, ორიც “ევერტონში”).

40 – დუშან ტადიჩმა 40 პრემიერლიგურ გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი და 24 პასი). 2014 წლიდან მოყოლებული “საუთჰემპტონის” არცერთ ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ ჰქონია.

1 – “საუთჰემპტონმა” “ევერტონთან” სახლში ბოლო 9 მატჩიდან ერთადერთხელ წააგო. 2015 წლის აგვისტოში 0:3 (5 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი).

20 – მოჰამედ სალაჰი მეოცე ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერლიგაში დებიუტი “ჩელსიში” ჰქონდა და შემდეგ გოლი “ჩელსის” გაუტანა.

1 – “ლივერპული” ერთადერთია, რომელსაც “ჩელსიმ” ანტონიო კონტეს მწვრთნელობისას ვერ მოუგო.

144 – ვილიანმა “ლივერპულს” მოედანზე შესვლიდან 144 წამში გაუტანა. ეს ყველაზე სწრაფი გოლია მიმდინარე სეზონში შეცვლაზე შესული ფეხბურთელებისგან.

10 – მოჰამედ სალაჰმა 13 პრემიერლიგურ მატჩში მეათე გოლი გაიტანა “ლივერპულისთვის”. ასეთი შედეგიანი სტარტი “წითლების” რიგებში მხოლდო დანიელ სტარიჯს ჰქონია.

5 – “ლივერპული” “ჩელსისთან” ბოლო ხუთ შეხვედრაში დაუმარცხებელია (2 მოგება, 3 ფრე).

90 – მამადუ სახოს 90-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი პირველი იყო 1998 წლის მაისის შემდეგ (პრემიერლიგის საშინაო მატჩებში). მაშინ “კრისტალ პალასმა” ბოლო წუთზე “შეფილდ უენსდის” წინააღმდეგ კლინტონ მორისონის გოლით მოიგო.

39 – “მანჩესტერ იუნაიტედს” “ოლდ ტრაფორდზე” ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 39 მატჩია არ წაუგია (28 მოგება, 11 ფრე). ბოლოს, “წითელი ეშმაკები” შინ 2016 წლის სექტემბერში, “სიტისთან” დამარცხნდნენ 441 დღის წინ.

2 – ლუის დანკი გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთი და იგივე სეზონში ავტოგოლი მიითვალა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ.

100 – ჰარი კეინმა 128 პრემიერლიგურ შეხვედრაში 100 გოლში მიიღო მონაწილეობა (87 გოლი, 13 პასი). კეინი მეცხრე ფეხბურთელია, რომელმაც ასეთ შედეგს 128 თამაშში უწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115293