საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მერაბ ბოქოლიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთთან გასამართი მატჩის წინ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.
სერბეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.