გაბონის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბუნდესლიგაში 96 გატანილი გოლი დაუგროვდა და გერმანიის ჩემპიონატში მოთამაშე აფრიკელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მეგოლეს, განელ ტონი იებოას გაუთანაბრდა. ობამეიანგმა "შალკესთან" ფრედ დასრულებულ (4:4) შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.
განელი გერმანიის ჩემპიონატში "აინტრახტის" და "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა. იებოამ ბუნდესლიგაში 223 მატჩი ჩაატარა, ხოლო ობამეიანგმა 96 გოლი 140 შეხვედრაში გაიტანა.