ფეხბურთი

17:28 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკა ჩინეთს უახლოვდება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა შესაძლოა ჩინეთში ვიხილოთ. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი ძალიან ახლოსაა “გუიჯჟოუ ჯჟიჩენთან” კონტრაქტის გაფორმებასთან.

იტალიურ მედია საშუალებას თუ დავერწმუნებით, ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება და კაკა ამის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ზემოხსენებულ ჩინურ გუნდს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი გრეგირიო მანსანო უდგას სათავეში.

აღსანიშნავია, რომ კაკამ ბოლო დღეები მილანში გაატარა და ყოფილი გუნდის ბაზასაც სტუმრობდა. ამიტომ, იყო ვარაუდი, რომ სამხრეთამერიკელი ყოფილ გუნდს ან ფეხბურთელის რანგში, ანაც დირექტორატში ერთ-ერთ პოსტზე დაუბრუნდებოდა. გარდა ამისა, იტალიური მედიის ცნობით, კაკა "როსონერის" აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ეს შესაძლოა ახლა კი არა, არამედ ერთი წლის შემდეგ მოხდეს.

აქვე გეტყვით, რომ 35 წლის ფეხბურთელი ბოლოს “ორლანდოს” ღირსებას იცავდა, რომელიც ერთი თვის წინ დატოვა, თუმცა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ჯერაც არ განუცხადებია.

0.127113