ევროლიგის მეცხრე ტურში მარცხი განიცადა მალაგას “უნიკახამ”. ესპანური გუნდი საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა – 80:89. არადა, ანდალუზიელები დასკვნითი პერიოდის წინ იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ათწუთეული სრულად ჩააგდეს და გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხეს.
“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი შერმადინი, თუმცა ქართველ ცენტრს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია: 11:45 წუთში ჩვენებურმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ 4-დან ერთი ორქულიანი და 4-დან ორი საჯარიმო ჩააგდო.
“უნიკახას” ცხრა ტურში 3 მოგება და 6 მარცხი აქვა და ამ შედეგით მე-14 ადგილზე იმყოფება. “უნიკახა” მომდევნო ტურში 1 დეკემბერს, ათენის “პანათინაიკოსს” სტუმრად გაეჯიბრება.