უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტინუ რონალდუ დასახელდა. მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხულ გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიღო – 43%.
მეორე ადგილზე გავიდა “პარი სენ ჟერმენის” შემტევი ნეიმარი, რომელსაც ხმების 28% ერგო, ხოლო სამეული რობერტ ლევანდოვსკიმ დაასრულა (8%).
კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 43%
ნეიმარი (“პარი სენ ჟერმენი”) – 28%
რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 8%
ედენ აზარი (“ჩელსი”) – 8%
ტიმო ვერნერი (“ლაიფციგი”) – 5%
ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 3%
ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”) – 3%
იანიკ ფერეირა-კარასკო (“ატლეტიკო”) – 1%
რონალდუმ მეხუთე ტურში ნიქოზიის “აპოელის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.