ფეხბურთი

15:10 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” “ლესტერის” მცველით დაინტერესდა

იტალიური “მილანი” “ლესტერის” 30 წლის მცველით დაინტერესდა. Calciomercato-ს ინფორმაციით, “როსონერის” ტუნისელი იოჰან ბენალუნის დამატება იანვარში უნდა.

ბენალუნს სერია A-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში “ჩეზენას, “პარმას”, “ატალანტასა” და “ფიორენტინას” შემადგენლობაში გამოდიოდა.

მიმდინარე სეზონში ტუნისელმა ფეხბურთელმა “ლესტერის” მაისურით მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან “მელიების” არა მთავარ, არამედ სარეზერვო გუნდში ითამაშა.

0.121073