ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში პსჟ-მ “სელტიკი” 7:1 დაამარცხა. მატჩის 79-ე წუთზე ედისონ კავანიმ შოტლანდიელებს მეექვსე გოლი გაუტანა.
კავანიმ პსჟ-ს მაისურით 216-ე შეხვედრა ჩაატარა და 150-ე გოლი მიითვალა. ის პარიზული კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მანამდე კი “ნაპოლის”, “პალერმოს” და “დანუბიოს” რიგებში უთამაშია.
ედინსონი ურუგვაის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 98 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა.