ფეხბურთი

10:15 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერუს ნაცვლად იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე?

პერუს ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება 1982 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა, შესაძლოა, მუნდიალს მიღმა დარჩეს. სკანდალურ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Libero აქვეყნებს.

კერძოდ, პერუს ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ფედერაცია მთლიანად ხელისუფლების დაქვემდებარებაში იქნება. და, თუ ასე მოხდა, ფიფა იძულებული გახდება, რომ პერუ მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთოს. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყება საფეხბურთო ფედერაციებში სახელმწიფოს ყოველგვარ ჩარევას კრძალავს.

ამასობაში კი, იტალიური მედია იტყობინება, რომ თუ პერუ ფიფამ მართლაც დასაჯა, მის ადგილს მუნდიალზე იტალიის ნაკრები მიიღებს. ჯერჯერობით, ადგილობრივ პრესას აღნიშნულის მიზეზი არ გაუსაჯაროებია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგივე განცხადებები პირველად ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა აპენინურ მედიაში.

შეგახსენებთ, პერუმ პლეი-ოფში ახალი ზელანდია (0:0, 2:0) დაამარცხა, ხოლო იტალია შვედეთთან დამარცხდა (0:1, 0:0).

0.116392