ფეხბურთი

21:39 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" კაკას დაბრუნებას აანონსებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა “მილანში” ბრუნდება. “როსონერის” ტვიტერის გვერდმა უკვე დააანონსა, რომ 35 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათ დილით უკვე “კაზა მილანში” იქნება.

ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ხმაურდება, თუ რა ფუნქციით ბრუნდება კაკა “მილანში”. თუმცა, Sky Sport-ი ვარაუდობს, რომ სამხრეთამერიკელი “როსონერიში” ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

გარდა ამისა, არ გამორიცხავს, რომ 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ ფეხბურთელის ამპლუაში განაგრძოს კარიერა. საქმე იმაში გახლავთ, რომ კაკამ ერთი თვის წინ “ორლანდო” ოფიციალურად დატოვა, მაგრამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რიკარდო კაკა “მილანში” ორჯერ, 2003-2009 და 2013-2014 წლებში თამაშობდა. ახლა, იტალიური მედია “როსონერიში” ბრაზილიელის მესამედ დაბრუნებას წინასწამეტყველებს.

0.113729