საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს ბარსელონაში მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა. Empolichannel.it-ის ინფორმაციით, “ემპოლის” ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონაში პროფესორი კუგატი მკურნალობს, უახლოეს მომავალში ვარჯიშის განახლება შეეძლება.
წყაროს ცნობით, მჭედლიძე თავდაპირველად აუზში ვარჯიშით შემოიფარგლება, ხოლო დაახლოებით სამ კვირაში უკვე მოედანზეც შეეძლება საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ როდის დაუბრუნდება ლევანი მოედანს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე სათამაშოდ მზად დამდეგი წლის თებერვლის ბოლოს იქნება.