ფეხბურთი

18:43 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” მწვრთნელს სიმსივნე აღმოაჩნდა

ესპანური “სევილიას” მთავარ მწვრთნელ ედუარდო ბერიცოს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ ცნობილი “სევილიასა” და “ლივერპულის” მატჩის შესვენებაზე გახდა.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, ტაიმებს შორის ინტერვალის დროს ბერიცომ დაავადების შესახებ თავის ფეხბურთელებს განუცხადა.

აღნიშნული ინფორმაცია “სევილიას” ვებგვერდმაც დაადასტურა:

“მთავარ მწვრთნელ ედუარდო ბერიცოს პროსტატის კიბო აღმოაჩნდა (ავთვისებიანი). ახლო მომავალში მას გამოკვლევა ჩაუტარდება, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავინახოთ, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება მკურნალობისთვის შესაძლებელი. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მას”, - ნათქვამია განცხადებაში.

“სევილია” “ლივერპულთან” პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში შეხვედრის გადარჩენა შეძლო და ფრე, 3:3 დაფიქსირდა. ედურაროდ ბერიცომ “სევილია” გასულ ზაფხულს ჩაიბარა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

არგენტინელ სპეციალისტს მხარდაჭერა სოციალური ქსელის მეშვეობით “მალაგამ”, “ვალენსიამ”, მარსელის “ოლიმპიკმა”, ლა ლიგამ და სხვა ორგანიზაციებმა გამოუცხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114708