კალათბურთი

11:36 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსმა” “ჩიკაგოს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთი შეხვედრა გაიმართა.

“ლეიკერსმა” შინ “ჩიკაგო” 103:94 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი ჩიკაგოელებმა 12 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში “ლეიკერსმა” უკეთ ითამაშა და სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა კუზმას ანგარიშზეა. “ჩიკაგოში” 17 ქულით ვალენტინი გამოირჩა. “ლეიკერსის” ამომავალმა ვარსკვლავმა ლონზო ბოლმა გუნდს 8 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

“ლეიკერსი” 8 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს, ხოლო “ჩიკაგო” 3 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.

“ლეიკერსი” – “ჩიკაგო” 103:94 (23:27, 19:29, 30:19, 31:19)

https://www.youtube.com/watch?v=TosKME8z0hg

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113018