ფეხბურთი

10:14 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენ იადერმა "ლივერპულთან" ქამბექი "მილანს" მიუძღვნა...

ესპანური “სევილიას” ფეხბურთელმა ვისამ ბენ იადერმა “ლივერპულთან” ქამბექი იტალიურ “მილანს” მიუძღვნა. ფრანგმა ფორვარდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტო წარწერით, რომელზეც “სევილიასა” და “ლივერპულის” მატჩის ანგარიში (3:3) იყო გამოსახული:

“მილან”, იმედია უყურე ამას”, - დაწერა ბენ იადერმა.

ადვილი მისახვედრია, რომ “სევილიას” შემტევმა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის დაუვიწყარი ფინალი გაიხსენა. მაშინ “ლივერპული” “მილანთან” პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ის თამაში მოიგო.

გუშინ, “სანჩეს პისხუანზე” ყველაფერი პირიქით მოხდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117381