“პესკარას” ყოფილი მწვრთნელი მასიმო ოდო “უდინეზეს” ჩაუდგა სათავეში. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. “მილანის” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიჯი დელნერი შეცვალა.
მასიმო ოდომ საფეხბურთო კარიერა “როსონერის” რიგებში დაიწყო და მოღვაწეობა “მილანშივე” 2012 წელს დაასრულა. სამწვრთნელო კარიერა ოდომ 2013 წელს “ჯენოაში” დაიწყო, სადაც ახალაზრდულ გუნდს ერთი წელი წვრთნიდა. ოდომ “პესკარა” 2015 წელს ჩაიბარა და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 2015/16 წლების სეზონში იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გასულ სეზონში “პესკარამ” სერია A-ში კარგად ვერ ითამაშა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა, ოდო კი სეზონის დასრულებამდე, 14 თებერვალს გაათავისუფლეს.