ფეხბურთი

15:05 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ბოლო 10 წელიწადში: ზლატანი საუკეთესო ვერ გახდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესი ფეხბურთელი ვერ გახდა. საინტერესოა, რომ ასეთი ფაქტი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს სამშობლოში საუკეთესოობის შანსი მიმდინარე წელს თითქმის არც ჰქონია, რადგან აპრილის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს მხოლოდ ახლახან დაუბრუნდა.

შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად კი “კრასნოდარისა” და შვედეთის ნაკრების კაპიტანი ანდრეას გრანკვისტი დასახელდა. მისი კონკურენტები “კოპენჰაგენის” მეკარე რობინ ოლსენი და “ლაიფციგის” შემტევი ემილ ფორსბერგი იყვნენ.

შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრებმა იტალია დაამარცხა პლეი-ოფში და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120376