ფეხბურთი

18:06 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. 74 წლის იტალიელმა ამის შესახებ განცხადება ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გააკეთა:

“ბოდიშს ვუხდი იტალიელებს – მქონდა შეცდომები, რამაც გამოიწვია ასეთი კატასტორფული შედეგი. იტალიის საფეხბურთო ცხოვრებაში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს, თუმცა ეს ცვლილებები სხვა ადამიანის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს”, - თქვა ტავეკიომ.

74 წლის კარლო ტავეკიო იტალიურ ფეხბურთს მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, 2014 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1958 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა.

0.110641