ფეხბურთი

22:45 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბენევენტომ" "მანჩესტერის" ანტირეკორდი დაამხო

13 თამაში, 13 წაგება – ეს ყველა დროის ანტირეკორდია და ამ შედეგის ავტორი იტალიური “ბენევენტო” გახდა. რობერტო დე ძერბის გუნდმა სერია A-ს სასტარტო 13 შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხა და ფეხბურთის ისტორიაში ასეთი ცუდი მაჩვენებელი არცერთ გუნდს ჰქონია.

“ბენევენტომ” “მანჩესტერ იუნაიტედის” 87 წლის წინ დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1930-1931 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში თორმეტიდან თორმეტივე მატჩი წააგო.

აქვე გეტყვით, რომ საუბარი მხოლოდ ტოპ ხუთ ჩემპიონატზეა (ბუნდესლიგა, ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A და ლიგა 1).

0.112854