კალათბურთი

14:43 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონის” ზედიზედ მე-15 გამარჯვება

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

“ბოსტონმა” მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო. “კელტებმა” ამჯერად გასვლაზე “ატლანტა” 110:99 დაამარცხეს. “ქორებმა” პირველი პერიოდი 15-ქულით მოიგეს, ხოლო დანარჩენ სამ მეოთხედში ბოსტონელები დომინირებდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. “ატლანტაში” 23 ქულით შროდერი გამოირჩა. “ბოსტონი” 15 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“დალასმა” შინ მოულოდნელად “მილოუკი ბაქსი” 111:79 გაანადგურა. ტეხასელებმა მეტოქე ოთივე პერიოდში დაჩაგრეს. “მილოუკში” იანის ადეტოკუმპო 24 ქულით და 17 მოხნით გამოირჩა. “დალასში” ყველაზე მეტი 22 ქულა მეთიუსმა ჩააგდო, ჯეი ჯეი ბარეას 20 ქულა ჰქონდა.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “კლიპერსი” 102:87 (25:24, 30:22, 18:25, 29:16)

https://www.youtube.com/watch?v=gkd59NExiuY

“ორლანდო” – “იუტა” 85:125 (26:29, 22:34, 19:34, 18:28)

https://www.youtube.com/watch?v=il6_jMAhnbM

“ატლანტა” – “ბოსტონი” 99:110 (35:20, 15:24, 27:36, 22:30)

https://www.youtube.com/watch?v=ZtRBG4IyzI0

“ფილადელფია” – “გოლდენ სტეიტი” 116:124 (47:28, 27:24, 15:47, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=rWOllhAi_lY

“მემფისი” – “ჰიუსტონი” 83:105 (25:33, 25:26, 17:23, 16:23)

https://www.youtube.com/watch?v=sDriQ6RqX5c

“დალასი” – “მილოუკი” 111:79 (33:24, 23:20, 26:17, 29:18)

https://www.youtube.com/watch?v=NareQX3P1Bk

“პორტლენდი” – “საკრამენტო” 102:90 (21:20, 32:21, 27:22, 22:17)

https://www.youtube.com/watch?v=Q0AZY7QHw8U

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111993