ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში დავიდ გოფინს შეხვდება. ნახევარფინალში 26 წლის ჩოგბურთელმა ჯეკ სოკი 4:6, 6:0, 6:3 დაამარცხა. აღნიშნულ ტურნირზე დიმიტროვმა უკვე 4 მატჩი მოიგო.
გრიგორი 2007 წლის შემდეგ გახდა პირველი დებიუტანტი, რომელიც წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა. მაშინ გადამწყვეტ მატჩში დავიდ ფერერმა ითამაშა, თუმცა როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ტურნირის ბოლო ახალბედა გამარჯვებული კი ესპანელი ალექს კორეთხაა, რომელმაც 1998 წელს კარლოს მოია დაამარცხა.
2017 წელს დიმიტროვმა ოთხი ტურნირი მოიგო. გრიგორი დავიდ გოფინს ჯგუფში უკვე შეხვდა და მეტოქე 6:0, 6:2 დაამარცხა. აქედან გამომდინარე, ბულგარელი ფავორიტადაა შერაცხული. ფინალი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.