სტამბულის “ბაშაქშეჰირის” თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი აცხადებს, რომ თვითმკვლელობაზე რამდენჯერმე ფიქრობდა. ტოგოელი ფეხბურთელის თქმით, ამის მიზეზი მისი ოჯახია, რომელიც მისგან მხოლოდ ფულს ელოდება.
“რამდენჯერმე დავაპირე თვითმკვლელობა – ყველაფერი დასრულდებოდა. წლებია სიძულვილში ვცხოვრობ. ხშირად ვიცვლი ტელეფონის ნომერს, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ დამიკავშირდნენ. ისინი მირეკავენ, მაგრამ მოკითხვის ნაცვლად მხოლოდ ფულს ითხოვენ.
როდესაც, “ტოტენჰემში” ვთამაშობდი, ტრავმა მქონდა. დამირეკეს და იმის ნაცვლად, რომ ეკითხათ, როგორ ვიყავი, ფული მომთხოვეს”, - იხსენებს ემანუელი.
შეგახსენებთ, ემანუელ ადებაიორს თავის დროზე “მონაკოს”, “არსენალის”, “ტოტენჰემის”, “სიტისა” და “რეალის” რიგებში უთამაშია.