ფეხბურთი

11:46 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრა და პოგბა დაბრუნდნენ

ჟოზე მოურინიოს თავს კარგი ამბებია. საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლაზარეთი ნელ-ნელა თავისუფლდება. როგორც “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი იტყობინება, ტრავმები მოირჩინეს პოლ პოგბამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ორივე ფეხბურთელმა შესაძლოა დღეს, “ნიუკასლ იუნაიტედთან” გასამართ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ყოველშემთხვევაში, მოურინიომ ფრანგი და შვედი სამატჩო განაცხადში შეიყვანა.

ზლატანი მოედანზე აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, ხოლო პოგბას ბოლო ორი თვის განმავლობაში არ უთამაშია. მათ გარდა, “იუნაიტედს” არგენტინელი მცველი მარკოს როხოც დაუბრუნდა.

“მანჩესტერისა” და “ნიუკასლის” შეხვედრა დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131445