დორტმუნდის “ბორუსიამ” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დასაჯა. როგორც “ყვითლების” ტვიტერის გვერდი იტყობინება, გაბონელი ფორვარდი დღეს, “შტუტგარტთან” საგარეო შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მიზეზი კი ტრავმა სულაც არაა: “ობამეიანგი არ იქნა განაცხადში დისციპლინარული სასჯელის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.
რა დააშავა აფრიკელმა ფეხბურთელმა, არ კონკრეტდება. ისე კი, ძველი ამბავია, რომ ობამეიანგი გერმანული ყოფით მოხიბლული სულაც არაა. საგულისხმოა, რომ ზაფხულში იგი იტალიურ “მილანში” დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი საფეხბურთო კარიერა.