ფრანგმა ერიკ კანტონამ ნეიმარი გააკრიტიკა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული თავდამსხმელისთვის გაუგებარია ბრაზილიელი შემტევის გადაწვეტილება პსჟ-ში გადასვლის შესახებ.
“როდესაც 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” თამაშობ და მერე საფრანგეთის ჩემპიონატში გადადიხარ, რომ “გენგამს” ან “ამიენსს” ეთამაშო, იკითხავენ: ეს რატომ გააკეთა?
ევროტურნირებზე მაქსიმუმ 10 თამაში ჩაატროს, ამიტომ არ მესმის რატომ წავიდა საფრანგეთში. ვის ესმის? ფეხბურთის ვნებაზე ჩვენ სხვა შეხედულებები გვაქვს”, - თქვა კანტონამ.
შეგახსენებთ, ნეიმარი “ბარსელონადან” პსჟ-ში გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს თანხა კი ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო გახლავთ. ნეიმარმა მიმდინარე სეზონში პარიზული გუნდის რიგებში 12 თამაში ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.