ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ თვეში დე ბრუინმა 5 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.