ფეხბურთი

22:00 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოტა მიმდინარე წელს პსჟ-ს ვეღარ დაეხმარება

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ტიაგო მოტა მუხლზე მცირე ოპერაციას ჩაიტარებს და ვარჯიშს ზამთრის შესვენების შემდეგ განაახლებს. აღნიშნული ინფორმაცია Goal-მა გაავრცელა.

იტალიის და ბრაზილიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელმა დაზიანება "მონპელიესთან" გამართულ ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში მიიღო. შემდეგ ნახევარმცველმა მეათე ტურში "მარსელთან" იასპარეზა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა. მიმდინარე სეზონში მოტამ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

0.114982