ფეხბურთი

15:18 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ერიქსენს კოუტინიოს ალტერნატივად განიხილავს

კატალონიის “ბარსელონა” “ტოტენჰემის” ნახევარმცველით კრისტიან ერიქსენით დაინტერესდა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი არაერთხელ სტუმრობდა “მამლების” თამაშს და განსაკუთრებული ყურადღებით დანიელ შემტევ ნახევარმცველს აკვირდებოდა.

წყაროს თანახმად, ერიქსენს კატალონიელები ფელიპე კოუტინოს ალტერნატივად მიიჩნევენ.

ინგლისური კლუბის პრეზიდენტის, დანიელ ლევის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 25 წლის მოთამაშის ფასი 225 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს დანიელის სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობას.

მიმდინარე სეზონში ერიქსენს ყველა ტურნირის გათვალისწინებით 17 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა.

0.119324