ფეხბურთი

12:50 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა ბუფონს: “ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ჩვენ დაგეხმარებით”

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ ჯანლუიჯი ბუფონი გაამხნევა. გერმანელი ფეხბურთელი იტალიის ეროვნული ნაკრების მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი თანაგუნდელის, ბუფონის ცრემლებმა მასზე ძალიან იმოქმედა.

“სამწუხაროა, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა, თანავუგრძნობ ჩემს თანაკლუბელებს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბუფონი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება, მე მას შეტყობინება გავუგზავნე. შენ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვებ, ამაში ჩვენ დაგეხმარებით”, - თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა შვედეთის ნაკრებთან გამართული პლეი ოფის მატჩების (0:0, 0:1) შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138961