გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე გააკეთა კომენტარი და სინანული გამოთქვა, რომ “სკუადრა აძურა” მუნდიალზე ვერ გავიდა.
გარდა ამისა, “ბუნდესნაკრების” მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსი შეაქო და მას დიდებული უწოდა:
“გუშინ წავიკითხე, რომ დანიელე დე როსიმ უარი თქვა მოედანზე შესვლაზე, რადგან იტალიას შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი არის სიდიადე. იტალიის ნაკრების გამო კი ვწუხვარ. ბედნიერი ვიქნებოდი 2018 წლის მუნდიალზე თუ ითამაშებდა. ასევე, სამწუხაროა, რომ ჩილეს ნაკრებიც არ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე”, - აღნიშნა ლიოვმა.