“სან ანტონიომ” გასვლაზე “დალასი” 97:91 დაამარცხა, რაც “სპურსის” მთავარი მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის გასვლაზე მოგებული მე-500 შეხვედრა იყო. აღნიშნული შედეგით გრეგი ნბა-ს ისტორიაში მესამეა.
გასვლაზე მოგებული მატჩების რაოდენობით პოპოვიჩს დონ ნელსონი (517 მოგება) და პიტ რაილი (520) უსწრებენ.
საერთო ჯამში პოპოვიჩს ნბა-ში 1656 შეხვედრა აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით მეშვიდეა.