დიკ ადვოკაატი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში შევიდა. მისი თავკაცობით “ნარინჯისფერებმა” ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვეს – 37.
ჰოლანდიის ნაკრებისა და ადვოკაატისთვის სარეკორდო რუმინეთთან მოგებული ამხანაგური მატჩი (3:0) გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ეს თამაში დიკ ადვოკაატისთვის ბოლო იყო ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რადგან მანამდე განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომელიც 1 დეკემბერს იწურება, არ განაახლებს.
ადვოკაატი ჰოლანდიის ნაკრებს სამჯერ (1992-1994, 2002-2004 და 2017 წელს) ხელმძღვანელობდა. დიკმა ბობ გლენდენინგის რეკორდი დაამხო (36 მოგება). მესამე ადგილზე კი მაკო ვან ბასტენია 35 გამარჯვებით.
სხვათა შორის, პროცენტული თვალსაზრისით ვან ბასტენს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – ჩატარებული მატჩების 67.3% მოიგო. ამ მხრივ ადვოკაატი მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზეა (59.7%).