როჯერ ფედერერი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალური საგზური გაინაღდა. როჯერმა ალექსანდრ ზვერევი 7:6, 5:7, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე ზვერევი 4:0-ს იგებდა, თუმცა ფედერერმა მოახერხა და 8:6 იმარჯვა. მეორე პარტიაში კი 6:5-ზე ზვერევმა ბრეიკი შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა. მესამე სეტში გერმანელმა როჯერს უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ბ ჯგუფში მეორე ნახევარფინალისტი ზვერევისა და სოკის დაპირისპირებაში გამოვლინდება.
ბ ჯგუფი
1. | როჯერ ფედერერი | 2 | 2 | 0 | 4:1 | 2 | |
2. | ალექსანდრ ზვერევი | 2 | 1 | 1 | 3:3 | 1 | |
3. | ჯეკ სოკი | 2 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
4. | მარინ ჩილიჩი | 2 | 0 | 2 | 2:4 | 0 |