ინტერნეტ-გამოცემა Goal-მა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მეორე ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" და აწ უკვე იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გავიდა, მესამე პოზიცია კი ლუკა მოდრიჩს ერგო.
სამეულს მიღმა დარჩა "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი - არგენტინელი მეოთხე ადგილზე გავიდა. რონალდუ კი მეხუთედ გახდა აღნიშნული გამოცემის რჩეული ფეხბურთელი.