კალათბურთი

12:08 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო კრება გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბრამდე გასტანს. კალათბურთის ფედერაციამ მოახლოებული არჩევნების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია 2017 წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისათვის წარმოადგენს საარჩევნო წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულია საერთო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე დელეგატების ხმათა რაოდენობები შემდგომი თანაფარდობით:

  • სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები - 30%
  • რეგიონალური ფედერაციები -30%
  • საკალათბურთო სკოლები - 10%
  • დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები - 5%
  • მსაჯთა კავშირი - 5%
  • მწვრთნელთა კავშირი - 5%
  • ვეტერანთა კავშირი -5%
  • ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები -5%
  • მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები - 5%

გამგეობის მიერ დადგენილ იქნა ხმის უფლების მქონე წევრების ჩამონათვალი და მათი ხმისათვის მისანიჭებული პროცენტის ოდენობა დაფუძნებული მათ საკალათბურთო აქტივობასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტურობაზე.

სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. შპს პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ (ს/კ 401963023) – 5%
  2. საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი - 2010“ (ს/კ 412670435) – 4%
  3. შპს „საკალათბურთო კლუბი - რუსთავი 1991“ (ს/კ 216413744) – 4%
  4. საკალათბურთო კლუბი „კაკტუსი“ (ს/კ 405072451) – 4%
  5. ააიპ „საკალათბურთო კლუბი სოხუმი“ (ს/კ 405040003) – 3%
  6. საკალათბურთო კლუბი მგზავრები (ს/კ 402004512) – 3%
  7. საკალათბურთო კლუბი ოლიმპი (ს/კ 400028064) – 3%
  8. საკალათბურთო კლუბი დელტა (ს/კ 405151749) – 2%
  9. საკალათბურთო კლუბი „ბათუმი - 2010“ (ს/კ 445384691) -2%

რეგიონალური ფედერაციების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი (ს/კ 404984095) -5%
  2. იმერეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 412690191) – 4%
  3. აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია (ს/კ 445425754) – 4%
  4. კახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 431168648) – 4%
  5. თბილისის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404982854) – 3%
  6. ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 216402006) - 3%
  7. სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 415087738) – 2%
  8. შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის განვითარების ცენტრი (ს/კ 417879219) – 2%
  9. გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 237098332) – 1%
  10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404989410) – 1%
  11. სამცხე-ჯავახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 406203111) – 1%

საკალათბურთო სკოლების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 10% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. შპს საკალათბურთო კლუბი აკადემია (ს/კ 205293877) - 3%
  2. შპს ჰიუნდაის საკალათბურთო კლუბი (ს/კ 404887565) – 3%
  3. შპს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია (ს/კ 404500232) – 2%
  4. შპს საკალათბურთო კლუბი ორბი (ს/კ 400166271) -1%
  5. პროფესიული საკალათბურთო კავშირი მაქაბი (ს/კ 211393286) – 1%

დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 5% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. საკალათბურთო კლუბი თსუ (ს/კ 405093820) – 2%
  2. ააიპ საკალათბურთო კლუბი „არენა - 76“ (ს/კ 405082645) – 1%
  3. საკალათბურთო კლუბი ტიტები (ს/კ 400180488) – 1%
  4. საკალათბურთო კლუბი - წყალტუბო (ს/კ 421271091) – 1%

  • საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი (ს/კ 405182877) – 5%
  • საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი (ს/კ 405000528) – 5%
  • ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი (ს/კ 205251822) – 5%
  • საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირი (ს/კ 405199841) – 5%
  • საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია (ს/კ 404455843) -5%

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 11 დეკემბერი, 13 საათი, კრება გაიმართება შემდგომ მისამართზე: ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება დაიწყება ა/წ 15 ნოემბრიდან და გასტანს 5 დეკემბრამდე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდგომი დოკუმენტაცია:

სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრი ორგანიზაციის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგინება წერილობითი სახით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში.

პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი".

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114193